Loading data...
პროექტის „პროფესია პოლიციელი“ ფარგლებში, ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს სახანძრო-სამაშველო განყოფილებას, პროექტის „პროფესია პოლიციელი“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის სხვადასხვა ოპერაციული მიმართულების მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ადგილზე გაეცნენ, თუ როგორ ხორციელდება რეაგირება სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციაზე.

მოზარდებმა, ასევე, დაათვალიერეს სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოფენა, სადაც დეტალურად გაეცნენ მათ ფუნქციურ დანიშნულებასა და პრაქტიკულ შესაძლებლობებს.