1743239301
სამართალი
პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და გზის გადაკეტვისთვის დაკავებული თამარ კურატიშვილი „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერია

აქტივისტი თამარ კურატიშვილი, რომელიც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და გზის გადაკეტვისთვის გუშინ დააკავეს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი და რეგიონული რეკრუტირების მენეჯერია.
2020-2023 წლებში იგი ხელმძღვანელობდა „სირცხვილიას“ ოფისს ბათუმში და ჩართული იყო სხვა რეგიონულ აქტივობებში.
სამართალდამცველებმა თამარ კურატიშვილი პარლამენტთან დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლების საფუძველზე.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს „სირცხვილიას" ლიდერი დაკავებული იყო პლაკატისთვის წარწერით: „ანწუხელიძე უკვდავია“.