1783759289
სამართალი
პოლიციამ გამოავლინა და დააჯარიმა პირი, რომელიც თბილისში ერთ-ერთი ტაძრის ეზოსთან შარდავდა - მამაკაცი ესტონეთის მოქალაქეა
სამართალდამცველებმა გამოავლინეს და დააჯარიმეს პირი, რომელიც თბილისში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის ეზოსთან ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა - შარდავდა.
როგორც ირკვევა აღნიშნული მამაკაცი ესტონეთის მოქალაქეა და ის საქართველოში, სავარაუდოდ, ტურისტული მიზნით ჩამოვიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მოხდა პირის იდენტიფიცირება და მისი კანონის შესაბამისად დაჯარიმება.