1780416150
სამართალი
ფოთში მანქანა ბავშვს დაეჯახა
ფოთში მანქანა ბავშვს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.