1764253217
სამართალი
ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, უცხო ქვეყნიდან შემოსული, 10185 ცალი სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილებით დატვირთული უცხო ქვეყნიდან შემოსული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა კერძოდ, მოჭრილ მცენარეებზე ცოცხალი მავნე ორგანიზმები და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებები გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.