Loading data...
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით ერთხმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი აირჩია.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თამაზ ბორაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს მთავრობის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.

მანამდე, თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი 14 სექტემბერს წარადგინა.