1771343729
სამართალი
ოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში 55 წლის კაცი ააფეთქეს
ოზურგეთში ტერორისტული აქტი განხორციელდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად „ჯუმათა“) ავტომანქანა მაშინ აფეთქდა, როცა ის მანქანაში ჩაჯდა.
55 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.