Loading data...
ოზურგეთში ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა

ოზურგეთის სოფელ ქაქუთში ქმარმა ცოლი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. 

სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ს 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის, განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.