1769100632
სამართალი
ოზურგეთში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არსებული ცნობით, 1 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
როგორც ადგილიდან თვითმხილველები იტყობინებიან, ხანძარი ლოკალიზებულია.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია.