1767097469
სამართალი
ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.
მას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
ბრალდების მხარე ფარცხალაძისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა.
რომანოვ-ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება.
ინფორმაციისთვის, ყოფილი მთავარი პროკურორი საგამოძიებო უწყებამ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად 29 დეკემბერს დაასახელა.
ბრალდების მხარე ფარცხალაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავება. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.