Loading data...
ნუცუბიძის ქუჩაზე ფეხით მიმავალ დედა-შვილს მანქანა დაეჯახა - დედა ადგილზე დაიღუპა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ფეხით მიმავალ დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, 10 წლამდე ბავშვი კი დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.