მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, კულტივირებისა და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული დ.ა., 1965 წელს დაბადებული პ.ც და 1983 წელს დაბადებული მ.მ. და წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1977 წელს დაბადებული შ.კ. და 1982 წელს
დაბადებული კ.კ.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული
აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“; „სუბოქსინი“, „მარიხუანა“ და
„კანაფი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 265-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.