1757439170
სამართალი
მელიქიშვილის გამზირზე, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები დააზიანეს - დაწყებულია გამოძიება

მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ.
არსებული ცნობით, აქციის მონაწილეებმა ხელით გადაწიეს რკინის ჯებირები, რომლებიც შტაბის წინ იყო განთავსებული და ოფისის მისამართით კვერცხებს ისვრიან, ისმის სიტყვიერი შეურაცხყოფაც. ასევე, აქციის მონაწილეებმა კახა კალაძის ბანერები დააზიანეს.
შს სამინისტრომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების განადგურების ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.