Loading data...
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტითბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერებაბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„მებაჟე ოფიცრის მიერ, შეჩერებული უცხო ქვეყნის მოქალაქის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა ყავისთვის განკუთვნილ ორ ჰერმეტულ შეფუთვად დაფასოებული, საერთო ჯამში 1 კილოგრამიბუპრენორფინის“ შემცველი აბები (2 500 აბზე მეტი).

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.