1792336402
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სგპ „ვალესა“ და „თბილისის აეროპორტში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - „თბილისის აეროპორტისა“ და „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის დეტალური შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოაჩინეს 210 ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი პრეპარატი.
გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.