Loading data...
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით სგპ „თბილისის აეროპორტში“ და უცხო ქვეყნიდან გამოგზავნილ ამანათში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - „თბილისის აეროპორტის“ და „თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოაჩინეს.

სგპ - „თბილისის აეროპორტში“ უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული მედიკამენტი. ასევე, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა უცხო ქვეყნიდან გამოგზავნილ საფოსტო ამანათში, სადაც „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი 200-მდე კაფსულა ნარკოტიკული საშუალება იყო განთავსებული.

გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.