Loading data...
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - „თბილისის აეროპორტი“, „სარფი“ დაქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

„მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 652 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, მათ შორის ოქროს ზოდი და მონეტები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 187 796 ლარი შეადგინა.

3 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო 4 პირი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით ჯამში - 36 205 ლარით დაჯარიმდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.