1756047049
სამართალი
მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს.
როგორც newshub.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მაშველები მოზარდს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. როგორც აღმოჩნდა, 15 წლის მოზარდი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის დინებამ წაიღო.