Loading data...
მარტვილში ავტომობილი ორსულს დაეჯახა

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილი 5 თვის ორსულ ქალს დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი გზაზე გადადიოდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 42 წლის ორსული ქალი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.