Loading data...
მარნეულში კაცი დაჭრეს

მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი პირი საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე  მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.