Loading data...
მარნეულში ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა - დაიღუპა 1 ადამიანი

მარნეულში, სოფელ შულავერში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა. ველოსიპედის ადგილზევე დაიღუპა. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.