1770792550
სამართალი
მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, 7-10 თებერვალს, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.