„მამა-შვილს მანქანით გადაუარეს“ - გარდაბანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაქლაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება aktual.ge იტყობინება, შუახნის კაცებს შორის ქორწილში დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მედიასაშუალების ცნობით, შუახნის კაცებს, ფ.-სა და ა.მ-ს შორის ქორწილში დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოგვიანებით, ა. მ-ს სამი ვაჟი საქმის გასარჩევად, მანქანით, ფ.ა-ის სახლთან მივიდა. სახლში მომხდარი დაპირისპირების დროს ფ.ა-ის ვაჟმა 2 მათგანი დანით დაჭრა. ა. მ-ის მესამე ვაჟმა კი, ფ. ა-სა და მის ვაჟს მანქანით გადაუარა.
ფ.ა ადგილზე დაიღუპა.
ამასთან, როგორც ახალი ამბების სააგენტო NEWSHUB.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.