1736926860
სამართალი
ლილოს დასახლებაში ავარიას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა
თბილისში, ლილოს დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ცნობით, ავარიას 11 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.