Loading data...
ლაზარე გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნეს და 2300 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან მაისში მიმდინარე აქციებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და ის 2 300 ლარით დააჯარიმა.

ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან 14 მაისს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 2023 წლის მარტის აქციებზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო გასულ თვეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების შემდეგ დატოვა.