Loading data...
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ამაღლობელისთვის შეფარდებული 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.

ადვოკატები ამაღლობელის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ, პროკურორები კი სასჯელის დამძიმებას და მზია ამაღლობელისთვის 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობის შეფარდებას.

პროცესს თავად მზია ამაღლობელიც ესწრებოდა. 

ინფორმაციისთვის, 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.