1787753977
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდების და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდების და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„უფლებამოსილი პირების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 106 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 40 112 ლარი შეადგინა. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს სანქციის სახით ჯარიმა - 5 372 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.