1746885995
სამართალი
ხაშურში სამი ადამიანი დაჭრეს - დაკავებულია ორი პირი

ხაშურში სამი ადამიანი დაჭრეს.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილები.
როგორც Newshub.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.