1766567377
სამართალი
ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ცნობით, ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით, იმერეთის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რომელმაც გამოიწვია მძიმე შედეგი, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.