1746955049
სამართალი
ხაშურში, არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 60 წლის კაცი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის კაცი დააკავეს.
არსებული ცნობით, ბრალდებული კაცი მუსიკის მასწავლებელია. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალი უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილი ქმედებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.