1781599240
სამართალი
„ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის გრანულები აღმოაჩინეს
„ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის სხვადასხვა ზომისა და წონის გრანულები აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 15 112 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.