Loading data...
კაცს, რომელმაც კახეთში საკუთარი მამა მოკლა და ეზოში დამარხა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კაცს, რომელმაც კახეთში მამა მოკლა და ეზოში დამარხა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

შეგახსენებთ, 24 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მამას, რის შედეგადაც მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, დგინდება, რომ
ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.

მის წინააღმდეგ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.