Loading data...
კაცი, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე გუშინ ღამით დაჭრეს, დაიღუპა - დაკავებულია ერთი პირი

კაცი, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე გუშინ ღამით დაჭრეს, დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

ამავე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.