Loading data...
კასპში ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა, სადაც 3 ადამიანი იმყოფებოდა - დაიღუპა 1 ადამიანი

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევში მდინარე კავთურამ მანქანა გაიტაცა. მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. 

მეხანძრე-მაშველებმა 1 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია newshub.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, კიდევ ერთი ადამიანის ძებნა-შველის ღონისძიება მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ტერიტორიის დრონებით დათვალიერება.