1780553840
სამართალი
კახეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, ხოლო 1 კი ამხილეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ასევე, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულისგან, ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.