1757481403
სამართალი
კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, აქციის მონაწილეების მიერ ბანერების დაზიანებასთან დაკავშირებით, გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტები

სამართალდამცველებმა კახა კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტები.
გუშინ, 9 სექტემბერს აქციის მონაწილეებმა კახა კალაძის საარჩევნო შტაბს კვერცხები ესროლეს და საარჩევნო ბანერები დააზიანეს. ბანერების დაზიანების ფაქტზე შსს-მ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.