1780141975
სამართალი
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი „ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა
სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი „ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის“ დირექტორი ირაკლი ჩიხლაძეა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი ჩიხლაძე, ასევე, არის „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ წევრი, „ცხინვალის სამხარეო პროფესიული კავშირების ცენტრის“ გამგეობის წევრი და ასოციაცია „თექალის“ დამფუძნებელი.