Loading data...
იუსტიციის სახლთან სატვირთო ხეს შეეჯახა - დაიღუპა 1 ადამიანი

თბილისში, იუსტიციის სახლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.