Loading data...
გურჯაანში, 13 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.

დაკავებულს ბრალდება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.