Loading data...
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა.

ამის შესახებ პროკურორმა ზაჰესის იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბრალდებულის სახით დაკავებულ გიორგი ლილუაშვილს ბრალი წარედგინა, რასაც ესწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. სხვა ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. აღკვეთის ღონისძიების შესახებ პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - განაცხადა პროკურორმა.