Loading data...
გრიგოლ ლილუაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება

სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.

დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მოხდა, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.

იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე, თუმცა, პროცესი გადაიდო და ის 22 აპრილს ჩატარდება.

კომენტარი გააკეთა ბრალდების მხარემ.

პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბრალდების მხარემ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მოიპოვა საქმეში 100-მდე პირის გამოკითხვის ოქმი, ასევე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები.

„მას ბრალად აქვს წარდგენილი ქრთამის აღების ოთხი ეპიზოდი. ბრალდების მხარემ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მოიპოვა საქმეში 100-მდე პირის გამოკითხვის ოქმი, ასევე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის ჩხრეკა, ამოღება, გამოთხოვა. დამუშავებულია გამოთხოვილი ინფორმაცია შინაარსობრივად და ეს ყოველივე მოდის თანხვედრაში მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსთანაც. შესაბამისად, ამ საქმეში მოიპოვება ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებები პირდაპირი ხასიათის, რაც თითოეულ ბრალად წარდგენილ ეპიზოდთან მიმართებით ადასტურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს“, - აცხადებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.

„მას ბრალად აქვს წარდგენილი ქრთამის აღების ოთხი ეპიზოდი. ბრალდების მხარემ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მოიპოვა საქმეში 100-მდე პირის გამოკითხვის ოქმი, ასევე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის ჩხრეკა, ამოღება, გამოთხოვა. დამუშავებულია გამოთხოვილი ინფორმაცია შინაარსობრივად და ეს ყოველივე მოდის თანხვედრაში მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსთანაც. შესაბამისად, ამ საქმეში მოიპოვება ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებები პირდაპირი ხასიათის, რაც თითოეულ ბრალად წარდგენილ ეპიზოდთან მიმართებით ადასტურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს“, - აცხადებს პროკურორი.

ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.