1785585733
სამართალი
გონიოში მომხდარ შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაწყებულია გამოძიება
გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ცნობით, გონიოში 35 წლამდე კაცი მანქანის საბარგულიდან გადავარდა, რის შედეგადაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.