Loading data...
გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში გამართულ 51-ე სესიაზე, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე ისაუბრა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში გამართულ 51-ე სესიაზე, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე ისაუბრა.

ამირან გულუაშვილმა ყურადღება გაამახვილა წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის, გენდერული ძალადობისა და ფემიციდის, ასევე შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე.

ქალაქ ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში გამართულ 51-ე სესიაში ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე შენგელიამ.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) წარმოადგენს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმს, რომლის ფარგლებში წევრი სახელმწიფოები პერიოდულად აფასებენ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას.