გენერალური პროკურორი ორგანიზებულ დანაშაულზე: მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევაში გვაქვს დაშვებული, რომ მათთან წავიდეთ რაიმე შეღავათზე, თუკი ისინი თანამშრომლობენ საგამოძიებო ორგანოსთან
„ძალიან დაბალია თანამშრომლობის ხარისხი ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული ადამიანების მხრიდან, ამიტომ ჩვენ ვინარჩუნებთ გარკვეულ მიდგომებს განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევაში“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.
მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებას, მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევაში აქვს დაშვებული, რომ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ პირებთან წავიდეს რაიმე შეღავათზე.
„ორგანიზებული დანაშაული არის მყარი, შეკრული დანაშაულებრივი ჯგუფი და ძალიან რთულია ამ ადამიანებთან როგორც ბრძოლა, ასევე, რთულია მათგან კონკრეტული ინფორმაციის მიღება, ძალიან დაბალია თანამშრომლობის ხარისხი ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული ადამიანების მხრიდან, ამიტომ ჩვენ ვინარჩუნებთ გარკვეულ მიდგომებს განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევაში. ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ ადამიანებს, როგორც წესი მძიმე დანაშაულებზე, ჩვენ არ ვუწევთ შეღავათს და კონკრეტულად არ ვაფორმებთ მათთან საპროცესო შეთანხმებას, მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევაში გვაქვს დაშვებული, რომ მათთან წავიდეთ რაიმე შეღავათზე, თუკი რა თქმა უნდა ისინი თანამშრომლობენ საგამოძიებო ორგანოსთან და ხელს უწყობენ კონკრეტული დანაშაულის გახსნას“, - აღნიშნა გვარაკიძემ.