Loading data...
გელაძე: ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენო საამაყო პოლიციელებო, მეხანძრე-მაშველებო, ოფიცრებო, რიგითებო, შს სამინისტროს ერთგულო თანამშრომლებო – ყველას გილოცავთ ახალ, 2026 წელს!

შს მინისტრი გეკა გელაძე მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.

„ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენო საამაყო პოლიციელებო, მეხანძრე-მაშველებო, ოფიცრებო, რიგითებო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთგულო თანამშრომლებო – ყველას გილოცავთ ახალ, 2026 წელს!

გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას!

2025 გამოწვევებით სავსე წელი იყო, თუმცა თითოეული თქვენგანის ძალისხმევითა და დაუღალავი შრომით, ღირსეულად გავართვით თავი ყველა სირთულეს.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რასაც ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, დაუღალავად და ერთგულად, 24-საათიან რეჟიმში ეწევით. სწორედ თქვენს ყოველდღიურ ძალისხმევაზე, სიმტკიცესა და თავდადებაზე დგას ქართული სახელმწიფოს ძლიერება, მშვიდობა და ქვეყნის სტაბილურობა. მადლობა სამშობლოს წინაშე ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის!

კიდევ ერთხელ გილოცავთ, სიკეთითა და გამარჯვებებით სავსე 2026 წელს გისურვებთ!“ - წერს შსს მინისტრი.