Loading data...
კახეთში ერთი ადამიანი დაჭრეს

კახეთში, სოფელ ველისციხეში ერთი ადამიანი დაჭრეს.

არსებული ცნობით, დაჭრილს კაცს ჭრილობები, ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. დაშვებული 30 წლის კაცი,  გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში შეიყვანეს. ექიმის განმარტებით, კაცს ცეცხლნასროლი ფერდქვეშა ნაფლეთოვანი ჭრილობა აქვს და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.