Loading data...
გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში ორი ძმა მოკლეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა მოკლეს. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ცნობით, თანასოფლელმა ქორწილში მიმავალ სამ ძმას ცეცხლი გაუხსნა. მათგან ორი ადგილზე დაიღუპა, მესამე კი გადარჩა.

სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი წარსულში მომხდარი კონფლიქტი გახდა.

Newshub.ge დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.