Loading data...
გარდაბანში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა

გარდაბანში BMW-ს მარკის ავტომობილი 16 წლის გოგოს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა - ის ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.