1778743374
სამართალი
გარდაბანში ავარია მოხდა - დაიღუპა 7 ადამიანი
გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად დაღუპულია 7 ადამიანი, მე-8 კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
📷 სამირა ბაირამოვა