Loading data...
ეკა კუპატაძე: მე მქონდა სამართლიანი გამოძიების მოთხოვნა, დიახ, მათ ეკუთვნოდათ ჯგუფური მუხლი, ამ ოთხ ადამიანთან სწორად წავიდა ყველაფერი, დანარჩენებთანაც ველოდები იმავეს

„მე მქონდა სამართლიანი გამოძიების მოთხოვნა. დიახ, მათ ეკუთვნოდათ ჯგუფური მუხლი“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძემ.

მისი თქმით, კიდევ არიან სხვა არასრულწლოვანებიც, რომლებზეც გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

„მე მქონდა სამართლიანი გამოძიების მოთხოვნა. ამ ოთხი პიროვნების მიმართ, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ჩემი გადასახედიდან ეს იყო მკვლელობის დაგეგმვა, დიახ, მათ ეკუთვნოდათ ჯგუფური მუხლი. ამ ოთხ ადამიანთან სწორად წავიდა ყველაფერი, დანარჩენებთანაც ველოდები იმავეს.

ჯერ გამოძიება ბოლოში არ არის გასული. კიდევ არიან სხვა არასრულწლოვანებიც, რომლებზეც გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მათაც მალე დაიჭერენ.

რა თქმა უნდა, მქონდა კომუნიკაცია პროკურორებთან“, - აღნიშნა ეკა კუპატაძემ.